დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 22/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №123
2007 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №2, მუხ. 14) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი):
ა) აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი ქალაქები) გამგეობებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს;
ბ) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის წვევამდელთა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლება, აგრეთვე წვევამდელების უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (სანივთე ქონებით, კვებით და სხვ.).“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულების მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით დამატებითი ასიგნების გამოყოფა.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე აღნიშნული ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 8 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები