„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.004
  • Word
104
13/02/2007
სსმ, 21, 15/02/2007
010.220.020.08.002.004
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №104

2007 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებას (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის თებერვალი, გვ. 32) დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) 2007 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს:

ა) „მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების გამოცემა;

ბ) „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის№209 ბრძანებულების მე-2 პუნქტი.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი