დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საერთაშორისო აქტებთან შეერთების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 303 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/07/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 20/07/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.140.010.09.001.000.015 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საერთაშორისო აქტებთან შეერთების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს შემდეგ საერთაშორისო აქტებს:
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას მოქმედ არმიაში დაჭრილთა და ავადმყოფთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ;
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ;
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას სამხედრო-საზღვაო ძალების რიგებიდან დაჭრილთა, ავადმყოფთა და საზღვაო ავარიების დროს დაზარალებულთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ;
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას ომიანობის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ;
ჟენევის კონვენციების 1949 წლის 12 აგვისტოს დამატებით ოქმს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დასაცავად (ოქმი I).
ჟენევის კონვენციების 1949 წლის 12 აგვისტოს დამატებით ოქმს, არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დასაცავად (ოქმი II).
2. ეს ეცნობოს:
ა) შვეიცარიის პრეზიდენტს;
ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს;
გ) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე.
თბილისი,
1993 წლის 20 ივლისი.
დოკუმენტის კომენტარები