დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 08/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №90
2007 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2006 წლის 22 იანვარს ქ. ათენში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები