,,შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 06/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.130.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
85
02/02/2007
სსმ, 17, 06/02/2007
300.130.000.08.002.004
,,შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2007 - 27/10/2009)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება 85

2007 წლის 2 თებერვალი

 . თბილისი

შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის სფეროში არსებული მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით დამტკიცდეს შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესი.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი არეგულირებს შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის სფეროში წარმოქმნილ ურთიერთობებს.

2. ამ წესის მიზნებისათვის შავი და ფერადი ლითონების ჯართი და შავი და ფერადი ლითონების ნარჩენები (შემდეგში – ჯართი და ნარჩენები) არის ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო, და არ აქვთ სახიფათო თვისებები.

3. ნივთები, რომელთა მიღება-ჩაბარება დაუშვებელია:

ა) ჭურვები და მათი ნაწილები, საფრენი აპარატების ნაწილები და სხვა სამხედრო დანიშნულების ტექნიკა, ასევე მათი მაკომპლექტებელი ნაწილები;

ბ) ელექტროსადენები, ყველანაირი ფორმისა და სახის კაბელები, მაღალი ძაბვის ანძების ნაწილები, ასევე ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროში გამოყენებადი მოწყობილობები, ტრამვაის, ტროლეიბუსებისა და რკინიგზის საკონტაქტო ხაზები, წყალსადენის, საკანალიზაციო, სანიაღვრე, თბომეურნეობისა და სატელეკომუნიკაციო ჭების ხუფები;

გ) კულტურისა და სარიტუალო დანიშნულების ნივთები, ბიუსტები, ქანდაკებები, ფერადი ლითონისაგან დამზადებული საეკლესიო დანიშნულების საგნები;

დ) 100 მმ-ზე მეტი დიამეტრის მილები.

შენიშვნა: აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ პუნქტში ჩამოთვლილ იმ ნივთებზე, რომლებიც უტილიზებული ან ჩამოწერილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 2. შესყიდვის წესი

1. ჯართისა და ნარჩენების შემსყიდველი (მიმღები პუნქტი) შეიძლება იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ჯართისა და ნარჩენების შეძენას მათი შემდგომი გადამუშავების, რეალიზაციის ან სხვა მიზნით, და რომელსაც უნდა ჰქონდეს:

ა) შესაბამისად აღჭურვილი ფართობი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩაბარებული ჯართის აწონვა, დახარისხება და შენახვა-დასაწყობება;

ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ჯართისა და ნარჩენების ჩაბარების წესი და ინფორმაცია შესყიდვის მოქმედი ფასების შესახებ.

2. ჯართისა და ნარჩენების ჩაბარება დასაშვებია:

ა) ფიზიკური პირებისაგან – პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისას;

ბ) იურიდიული პირებისაგან – სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის და ჯართისა და ნარჩენების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას.

3. ჯართისა და ნარჩენების ჩაბარების რეგისტრაცია წარმოებს გვერდებდანომრილი და ზონარგაყრილი სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც დამოწმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი საქალაქო ან რაიონული დანაყოფების ბეჭდით და რომელშიც აისახება ჩამბარებლის ვინაობა და მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, ჩაბარებული ჯართისა და ნარჩენების სახეობა, წონა და აღწერილობა, ჩაბარების თარიღი და ფასი.

4. სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მონაცემები უნდა ჩაიწეროს ჩამბარებლის თანდასწრებით და დამოწმდეს მისი ხელმოწერით.

5. ჯართი და ნარჩენები მათი ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა იყოს დასაწყობებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს თითოეული პარტიის ჩამბარებლის იდენტიფიკაცია.

6. ჯართისა და ნარჩენების შემსყიდველი ჯართის შესყიდვისა და ანაზღაურების შესახებ გამოწერს ქვითარს ორ ეგზემპლარად, რომელიც მოწმდება ჩამბარებლის ხელმოწერით. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ჩამბარებელს, ხოლო მეორე ინახება შემსყიდველთან.

7. სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი და ქვითარი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა (დოკუმენტი), რომლის შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.

    მუხლი 3. კონტროლი

ამ წესის დაცვის კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.