,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მიმართ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 29/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.004
  • Word
68
26/01/2007
სსმ, 11, 29/01/2007
120.010.000.08.002.004
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მიმართ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №68

2007 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წლის 12 ნოემბერი, №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სამხედრო მოსამსახურეებს სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულება განესაზღვროთ:

ა) საერთო საჯარისო, მეზღვაურთა და სამკურნალო სასურსათო იჯრები საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 5 ლარის ოდენობით;

ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 6.5 ლარის ოდენობით;

გ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში:

– საერთო საჯარისო შემადგენლობისათვის – 59 ლარის ოდენობით;

– მფრინავთა შემადგენლობისათვის – 121,4 ლარის ოდენობით;

– მეზღვაურთა შემადგენლობისათვის – 70 ლარის ოდენობით “.

2. ბრძანებულების 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,101.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ზენორმატიული დატვირთვიდან გამომდინარე, საქვაბე კმაყოფაზე ყოფნისას, საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიური ნორმა განესაზღვროთ საორიენტაციოდ 8.5 ლარის ოდენობით.“.

3. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი:

,,102. კონტრაქტორების მიერ სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ორგანიზების განხორციელების შემთხვევაში კვების ყოველდღიური ნორმის ღირებულებას ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 15 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი