„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.004
  • Word
44
18/01/2007
სსმ, 8, 23/01/2007
120.010.000.08.002.004
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №44

2007 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., 38, მუხ. 308) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. 20.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს ადმინისტრაცია, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით:

გ.ა) საქმისწარმოების სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა, სამინისტროს არქივის მართვა;

გ.ბ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

გ.გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება, შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა;

გ.დ) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ.ე) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების მომზადება, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ.ვ) ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოსამსახურეთა, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, შრომითი ურთიერთობის შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვ.) მომზადება, წარმოება.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი