დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დ. ნატროშვილის, ი. თაქთაქიშვილისა და ი. ეზუგბაიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 16/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №32
2007 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
დ. ნატროშვილის, ი. თაქთაქიშვილისა და ი. ეზუგბაიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ნატროშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს და შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს ირაკლი ეზუგბაიას უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ“ და „აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველოს მთავრობებს შორის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობისა და სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები