დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 10/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №29
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №110, მუხ. №1212) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. კეზერაშვილი).
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები