„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 10/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004
  • Word
28
10/01/2007
სსმ, 4, 10/01/2007
140.120.000.08.002.004
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №28

2007 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს ადმინისტრაციის, დეპარტამენტების, გენერალური ინსპექციის, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს გამგებლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე თანამდებობის პირები:

ა) ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გ) გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

დ) ეროვნული ბიუროს უფროსი, ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე;

ე) მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ვ) სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ზ) სამორიგეო ნაწილის უფროსი, სამორიგეო ნაწილის უფროსის მოადგილე;

თ) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე;

ი) განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;

კ) ქვეგანყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი - გამომძიებელი;

ლ) რაზმის უფროსი, ასეულის მეთაური, ოცეულის მეთაური;

მ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

ნ) უფროსი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი - გამომძიებელი, უმცროსი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, ექსპერტი -კრიმინალისტი, ინსპექტორი, ინსპექტორი - გამომძიებელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი - გამომძიებელი, ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი - გამომძიებელი, ოპერატიული მორიგე, მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, სპეციალისტი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი