დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 10/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №27
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-17 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი;
ბ) 21-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინსპექტირება; გაწეული ოპერატიული ხარჯების კონტროლი; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოების, სამართალდაცვის ორგანოებისა და სამინისტროს დანაყოფების საექსპერტო-კრიმინალისტიკური სპეციალური გამოკვლევებით მომსახურება;“;
გ) 21-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით უზრუნველყოს ოპერატიული დანაყოფების საქმიანობა; სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა;“;
დ) ამოღებულ იქნეს 21-ე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები