დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 776 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №776
2006 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს დამატებები „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ.1064) და ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შემოტანა/გატანის აღრიცხვა ხორციელდება სასაზღვრო-გამტარი პუნქტის პასუხისმგებელი პირის მიერ მოქალაქის პასპორტში სათანადო სტიკერისა და თარიღ-დამღის დასმით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი, აგრეთვე მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმა კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თანხმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საბაჟო დეპარტამენტთან“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები