დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ოქტომბრის №472 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 769 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 175, 28/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №769
2006 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ოქტომბრის №472 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ოქტომბრის №472 ბრძანებულებით (სსმ III, №122, მუხ. 1067, 29.10.04) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრული პირი ან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები