დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 767 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 26/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 175, 28/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №767
2006 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 1999წ., N29 (36), მუხ. 534) და ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანამდე, მინიმალურ ხელფასთან (შრომის ანაზღაურებასთან) დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა (მინიმალური ხელფასი) განისაზღვროს 40 ლარით. ამ პუნქტის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები