,,ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1991-92 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ გადაადგილებულთა და დაზარალებულ პირთა უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 763
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 174, 26/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
763
25/12/2006
სსმ, 174, 26/12/2006
010.340.000.08.002.004
,,ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1991-92 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ გადაადგილებულთა და დაზარალებულ პირთა უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2006 - 21/06/2011)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №763

2006 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1991-92 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ გადაადგილებულთა და დაზარალებულ პირთა უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1991-92 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ გადაადგილებულთა და დაზარალებულ პირთა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებების დაცვის გარანტიების შექმნისა და უძრავ ქონებაზე უფლებების რესტიტუციის მიზნით:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ.ხევიაშვილი) და სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში (ზ.ბესტაევა) განახორციელონ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1991-92 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ გადაადგილებულთა და დაზარალებულ პირთა უძრავი ქონების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის ფორმირება.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ.ხევიაშვილი) დაამტკიცოს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1991-92 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ გადაადგილებულთა და დაზარალებულ პირთა კუთვნილი უძრავი ქონების აღრიცხვის წესი.

მ. სააკაშვილი