დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დ. ნატროშვილის, ი. თაქთაქიშვილის, მ. ვაწაძის, ა. ჩხიკვაძისა და დ. გვენეტაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 761 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 174, 26/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №761
2006 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
დ. ნატროშვილის, ი. თაქთაქიშვილის, მ. ვაწაძის, ა. ჩხიკვაძისა და დ. გვენეტაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ნატროშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მამუკა ვაწაძეს, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ჩხიკვაძესა და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსს დავით გვენეტაძეს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკებები „საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და რესპუბლიკა ბელარუსის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებების ტექსტების მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები