დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 12/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.10.003.000.492 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №108
2006 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ
,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხის ეფექტიანად განაწილების მიზნით:
1. შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს თანხა გამოეყოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.
2. გამოსაყოფი თანხის ოდენობის განსაზღვრისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი მონაცემები და სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის №105 დადგენილება ,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2007 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები