„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 737
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 13/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.08.002.004.215
  • Word
737
12/12/2006
სსმ, 167, 13/12/2006
010.210.000.08.002.004.215
„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №737

2006 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში:

1. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის 455 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., 97, მუხ. 828) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაინიშნოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საქართველოს მხარის წარმომადგენლად „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის“ პროექტში „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან“ ხელშეკრულების 2.2 მუხლის და ამავე ხელშეკრულების მე-2 დანართის 5.1 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულების VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების დაცვისა და შესრულების ხელშეწყობის მიზნით „სამეთვალყურეო კომისიის“ შექმნას და ამ კომისიაში ყოველი მონაწილე ქვეყნის მხრიდან ორი წარმომადგენლის დანიშვნას, დაინიშნონ ალექსანდრე ხეთაგური და ნიკოლოზ ვაშაკიძე.“.

2. „საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელების, მათი კოორდინაციისა და ამ პროექტებში სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის 151 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., 40, მუხლი 310) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელების, მათი კოორდინაციისა და ამ პროექტებში შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინიშნოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტებში საქართველოს სახელმწიფოს სრულუფლებიან წარმომადგენლად.“;

გ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელების თაობაზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით აწარმოოს ყველა მოლაპარაკება ნავთობისა და გაზის კომპანიებთან, უცხოელ პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო, საინვესტიციო, საბანკო, სავაჭრო, სადაზღვევო, საკონსულტაციო და სხვა სტრუქტურებთან.“;

დ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტებში მონაწილე ინვესტორებისა და კომპანიების ურთიერთობათა კოორდინაცია საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საწარმოებთან და სხვა შესაბამის არასახელმწიფო ორგანიზაციებთან.“;

ე) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საქართველოს სახელმწიფოს სახელით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი მოაწეროს საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებსა და სხვა სახის დოკუმენტებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ვ) ბრძანებულების მე-6, მე-8, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის 103 ბრძანებულებაში (სსმ III, 2002 წ., 25, მუხ. 201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების“ დანართის – „ხელშეკრულება ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის“ – 2.2 მუხლისა და ამ ხელშეკრულების მე-2 დანართის 5.1 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაინიშნოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საქართველოს წარმომადგენლად „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტში.

2. „სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების“ VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად დაინიშნონ საქართველოს წარმომადგენლებად „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის „განხორციელების ხელშემწყობ კომისიაში“ ალექსანდრე ხეთაგური და ნიკოლოზ ვაშაკიძე.“;

ბ) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. 2003 წლის 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 20.1 მუხლის საფუძველზე და სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის ოფციური გაზის კომპანიას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 19.1 მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მყიდველი (სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“) შეიცვალოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციით“.

შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის პროექტის მონაწილეებთან გაფორმებულ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებში და მათგან გამომდინარე დოკუმენტებში მყიდველის შეცვლისა და თანამდევი ცვლილებების შეტანის თაობაზე ხელშეკრულებებს.“.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ (ზ. ნოღაიდელი) 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების გამოცემა და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა ამ სფეროს მარეგლამენტირებელი საქართველოს პრეზიდენტის აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი