დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №719 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 707 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 27/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.0044 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №707
2006 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №719 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №719 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №100, მუხ. 1116) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) სპეციალური დანიშნულების ბრიგადა.“.
2. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) სპეციალური დანიშნულების ბრიგადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმარების საკითხებში სპეციალური ოპერაციების განსახორციელებლად.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები