დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 698 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 21/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.610.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №698
2006 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №76, მუხ. 672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (ბ. ბიწაძე) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთათვის ვიზების გაცემა უზრუნველყოს ,,რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის რეჟიმის საკითხების შესახებ“ რუსეთ-საქართველოს 2001 წლის 1 მარტის მოლაპარაკებათა ოქმის დებულებათა გათვალისწინებით, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები