„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 694
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 21/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004
  • Word
694
17/11/2006
სსმ, 156, 21/11/2006
010.340.000.08.002.004
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №694

2006 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის XIV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XIV. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 50. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსი.

    მუხლი 501. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დეპარტამენტის უფროსი;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს სამსახურის უფროსი.

    მუხლი 51. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს პრესმდივანი;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი ბუღალტერი.

    მუხლი 52. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი რედაქტორი;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი სპეციალისტი;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი სპეციალისტი;

დ) საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციალისტი;

ე) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეფერენტი;

ვ) საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი;

ზ) საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველი;

თ) საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი;

ი) საკონსტიტუციო სასამართლოს ბუღალტერი;

კ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მდივანი;

ლ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მდივანი.“.

მ. სააკაშვილი