,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 06/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.10.003.000.489
  • Word
105
03/06/2006
სსმ, 76, 06/06/2006
190.040.000.10.003.000.489
,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №105

2006 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ

,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხის ეფექტიანად განაწილების მიზნით:

1. შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის თანხის გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოსაყოფი თანხის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან წარდგენილი მონაცემები და სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებანი.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2007 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი