დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 686 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 16/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №686
2006 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია:
ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე – დეპარტამენტის დირექტორი;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ე) სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანაშემწე;
ვ) განყოფილების უფროსი;
ზ) სამსახურის უფროსი;
თ) სამსახურის უფროსის მოადგილე;
ი) შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური;
კ) ხომალდის მეთაური;
ლ) უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი;
მ) სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაური, მოადგილე;
ნ) მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, მოადგილე;
ო) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სექტორის უფროსი;
პ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი;
ჟ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები