„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 13/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 21/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004.181
  • Word
684
10/11/2006
სსმ, 152, 13/11/2006
040.030.000.08.002.004.181
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №684

2006 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულების (სსმ III, 2000 წ., №71,  მუხ. 668) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფონდის მიზანია საკუთარი დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დაწესებულებების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტექნიკური  მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი აღჭურვა და რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაცია.“;

ბ) მე-7 პუნქტის „ი.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი  დაწესებულებების  რესტრუქტურიზაცია/რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის;“.

მ. სააკაშვილი