დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 540 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 29/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №540
2000 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ
ახალგაზრდობისადმი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის, საერთაშორისო პროცესებში მისი მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით:
1. დაწესდეს საქართველოში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
2. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საქართველოში აღინიშნოს ყოველი წლის 12 აგვისტოს.
3. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გაიპარაშვილი) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და განახორციელოს ამ დღის აღსანიშნავი სპეციალური ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები