დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 მარტის №136 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 671 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 09/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №671
2006 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 მარტის №136 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 მარტის №136 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №29, მუხ. 271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამუშაო ჯგუფები ცალკეულ სფეროთა მიხედვით განიხილავენ პროგრამების, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და სახელმწიფო კომისიისათვის ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რეკომენდაციებსა და წინადადებებს.“;
ბ) დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:
,,3. სამუშაო ჯგუფი შედგება ხელმძღვანელის, შესაბამისი სფეროს სამთავრობო დაწესებულებების უფლებამოსილი წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ცალკეული ექსპერტებისაგან.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც ორ კვირაში წარუდგენს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობასა და საქმიანობის გრაფიკს.
5. სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრი.
6. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის გრაფიკისა და სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დავალებების შესაბამისად, ცენტრი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგის პროექტისა და შესაბამისი მასალების მომზადებას, მათ დაგზავნას სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის. სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგის პროექტის საჯაროდ გამოქვეყნებას, აგრეთვე სხდომაზე დაინტერესებულ პირთა მოწვევას.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები