დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 615 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 19/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.610.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №615
2006 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №282 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №76, მუხლი 672) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რუსეთს ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამი-ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (ბ. ბიწაძე) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთათვის ვიზების გაცემა უზრუნველყოს „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის რეჟიმის საკითხების შესახებ“ რუსეთ-საქართველოს 2001 წლის 1 მარტის მოლაპარაკებათა ოქმის დებულებათა გათვალისწინებით საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ შემდეგ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში:
ა) ქ. თბილისის აეროპორტი;
ბ) ქ. ბათუმის აეროპორტი;
გ) სტეფანწმინდა-ზემო ლარსი;
დ) ქ. ფოთის პორტი;
ე) ქ. ბათუმის პორტი;
ვ) ქ. ქუთაისის აეროპორტი;
ზ) სადახლო I (საავტომობილო);
თ) წითელი ხიდი;
ი) სარფი;
კ) ვალე.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები