„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 19/10/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004
  • Word
613
19/10/2006
სსმ, 143, 19/10/2006
010.340.000.08.002.004
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №613

2006 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მთავარი მრჩეველი.“.

2. მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი, ხოლო ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მთავარი კონსულტანტი.“.

3. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) ჯგუფის უფროსი;

ბ) მთავარი რედაქტორი;

გ) კონსულტანტი;

დ) მთავარი რეზიდენციის კომენდანტი;

ე) მთავარი სპეციალისტი;

ვ) რედაქტორი;

ზ) უფროსი სპეციალისტი;

თ) ბუღალტერი.“.

4. მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.

მ. სააკაშვილი