დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 605 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 12/10/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 12/10/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №605
2006 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ძ“ და ,,წ“ ქვეპუნქტები:
,,ძ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს;
წ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურისა და ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის სამსახურის უფროსებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწეს.“;
ბ) დებულების №2 დანართის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, განყოფილების უფროსებს, პრემიერ-მინისტრის თანაშემწეებს;“;
გ) დებულების №2 დანართის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს (№1 დანართის ,,ღ“, ,,ჩ“ და ,,ძ“ ქვეპუნქტების დებულებათა გათვალისწინებით);“;
დ) დებულების №2 დანართის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 80 თანამშრომელს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელს, საქართველოს სხვა სამინისტროებისა და მათ სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, გენერალური პროკურატურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელს, სახელმწიფო მინისტრების აპარატების არა უმეტეს 10 თანამშრომელს, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე.“.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები