დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გ. ქაჯაიასათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25(32), 28/05/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №332
1999 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
გ. ქაჯაიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს დროებით რწმუნებულს ევროპის საბჭოში გიორგი ქაჯაიას, რომ ხელი მოაწეროს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის შემდეგ დამატებით ოქმებს:
1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის ოქმი №1, პარიზი 20 მარტი 1952 წელი.
2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის ოქმი №4, სტრასბურგი 16 სექტემბერი 1963 წელი.
3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის ოქმი №6, სტრასბურგი 28 აპრილი 1983 წელი.
4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის ოქმი №7, სტრასბურგი 22 ნოემბერი 1984 წელი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები