„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 582
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 04/10/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.08.002.004
  • Word
582
03/10/2006
სსმ, 136, 04/10/2006
190.020.060.08.002.004
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №582

2006 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებით (სსმ III, №145, 2005 წ., მუხ. 1614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან მგზავრობისთვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით, მოქალაქის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აგრეთვე საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ ქვეპუნქტი:

,,ზ) პირზე, რომლის მიმართაც მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7.

დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა პირადი განცხადების ან უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მომართვის, ხოლო ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.”.

4. მე-8 მუხლის აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. დასაბრუნებელი მოწმობა დაუყოვნებლივ გაიცემა ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.“.

მ. სააკაშვილი