დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 560 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 131, 25/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №560
2006 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №102, მუხ. 1381) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:
,,21. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დამატებით გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1500 კაცით და მათი გაწვევა განხორციელდეს 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2006 წლის 1 ნოემბრამდე.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები