დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №66 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 539 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 11/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.010.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №539
2006 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №66 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის №66 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №10, მუხ. 98) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის:
ა.ა) I და II ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„I. აბაშის, ადიგენის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, ბოლნისის, ბორჯომის, გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, ვანის, თეთრიწყაროს, თერჯოლის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ნინოწმინდის, ონის, ოჩამჩირის, საგარეჯოს, საჩხერის, სიღნაღის, სოხუმის, ტყიბულის, ქედის, ყვარლის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხობის, ხონის, ხულოს და ჯავის რაიონული და სოხუმისა და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოების აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა:
| აპარატის მოხელეთა საშტატო ერთეულების (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1. მოსამართლის თანაშემწე 2. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) 3. წამყვანი სპეციალისტი 4. სხდომის მდივანი | 2 1 1 2 |
სულ 6X50=300.“;
„II. ახალციხის, ზესტაფონის, თელავის, მარნეულის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ქარელის, ხაშურის რაიონული და ფოთის საქალაქო სასამართლოების აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა:
| აპარატის მოხელეთა საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1. მოსამართლის თანაშემწე 2. კანცელარიის გამგე (მთავარი სპეციალისტი) 3. წამყვანი სპეციალისტი 4. სხდომის მდივანი 5. მანდატური | 3 1 1 3 4 |
სულ 12X10=120.“;
ა.ბ) VI ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII ნაწილი:
„VII. „მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა
მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა
| სტრუქტურული ქვედანაყოფების, აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა საშტატო ერთეულების (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელობა |
|
| აპარატის უფროსი | 1 |
| საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება |
|
| 1. განყოფილების უფროსი 2. მოსამართლის თანაშემწე 3. სხდომის მდივანი 4. სპეციალისტი (საკადრო საკითხებში) 5. სპეციალისტი (სამეურნეო საკითხებში) 6. ქსელის ადმინისტრატორი 7. დამხმარე მოსამსახურე | 1 9 9 1 1 1 5 |
| კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები (განყოფილება) |
|
| 1. განყოფილების უფროსი 2. წამყვანი სპეციალისტი (არქივარიუსი) 3. სპეციალისტი (საშვთა ბიურო) 4. წამყვანი სპეციალისტი 5. სპეციალისტი 6. კურიერი | 1 |
| მაგისტრატი მოსამართლის აპარატი |
|
| 1. მოსამართლის თანაშემწე 2. სხდომის მდივანი 3. სპეციალისტი 4. კურიერი 5. დამხმარე მოსამსახურე | 4 4 4 4 4 |
| მანდატურის სამსახური |
|
| 1. სამსახურის უფროსი 2. მანდატური | 1 19 |
სულ 80.“;
ბ) ბრძანებულით დამტკიცებული დანართის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების საშტატო ნუსხა განისაზღვროს 1280 საშტატო ერთეულით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 18 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები