დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 529 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 01/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.080.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №529
2006 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 259) დამტკიცებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამაში (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შინაარსი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი.
2. სისხლის სამართალი.
3. სისხლის სამართლის პროცესი.
4. სამოქალაქო სამართალი.
5. სამოქალაქო საპროცესო სამართალი.
6. ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი.
7. ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
8. სასამართლო კონტროლი სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებებზე, საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე.
9. საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი.”.
2. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის“:
ა) თემა XII და თემა XIII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XII. სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური საფუძვლები
სასამართლო ხელისუფლების სისტემა. მართლმსაჯულების განხორციელება და საკონსტიტუციო სამართალწარმოება. საერთო სასამართლოების სისტემა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო.
საქართველოს უზენაესი სასამართლო. მისი ფორმირების წესი და უფლებამოსილება.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები.
სააპელაციო სასამართლოები.
მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური პრინციპები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის წესი, კომპეტენცია. საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებით შესვლის უფლება.
მოსამართლეთა საქმიანობის კონსტიტუციური გარანტიები.
საქართველოს ადვოკატურა.
თემა XIII. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური საფუძვლები
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება. ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება.“;
ბ) ლიტერატურა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია, თბ., 1995 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
კონსტიტუციური კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.
ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“.
კანონი ,,ადვოკატთა შესახებ“.
ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“.
კანონი ,,საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“.
კანონი ,,საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შესახებ“.
ორგანული კანონი ,,რეფერენდუმის შესახებ“.
კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“.
ორგანული კანონი ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“.
ორგანული კანონი ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“.
კანონი ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“.
ორგანული კანონი ,,პროკურატურის შესახებ“.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.
კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
ზ. ადეიშვილი, გ. ვინტერი, დ. ქიტოშვილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2002.
ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო სამართალში (სტატიათა კრებული) რედაქ. კ. კორკელია, თბილისი, 2002 წ.
ა. აბესაძე, საქართველოს ტერიტორიული მართვის კონსტიტუციური პრობლემები, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბ., 1996 წ., გვ. 106-111.
ა. აბესაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 1996 წ., ჟურნ. ,,სამართალი“, 1-2.
კ. კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, 2003 წ., გამომცემლობა ,,ჯისიაი“.
ა. ლორია, მოქალაქეობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. 1996 წ.
ვ. ლორია, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, თბ., 1995 წ.
ო. მელქაძე, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალი, თბ., 1995 წ.
ო. მელქაძე, საუბრები ქართულ კონსტიტუციაზე, თბ., 1996 წ.
კ. მიქელაძე, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა, ჟურნ. ,,სამართალი“, 1991 წ., 3,4,5.
ბ. ნაკაშიძე, თვითმმართველობა საქართველოში – სამართლებრივ-პოლიტიკური პრობლემები, ბათუმი, 1994 წ.
ზ. რუხაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, ბათუმი, 1999 წ.
ბ. სავანელი, ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ადამიანის კონსტიტუციური გარანტიები, სამართლის რეფორმა საქართველოში, 1994 წ.
საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978 წწ.), შემდგ. გრ. ერემოვი, თბ., 1993 წ.
ი. სურგულაძე, სახელმწიფო, ჟურნ. ,,სამართალი“, 1996 წ., 7-8.
ი. ფუტკარაძე, უშუალო დემოკრატიის ადგილი და მნიშვნელობა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობაში, ჟურნ. ,,სამართალი“, 1992 წ., 12, გვ. 2-8.
ი.ფუტკარაძე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და საქართველოს სახელმწიფო წყობილება, ჟურნ. ,,სამართალი“, 1991 წ., გვ. 10.
პ. ცნობილაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თბ., 1996 წ.
პ. ცნობილაძე, სამართლის ნორმები და წესრიგის დამყარება საზოგადოებაში, ჟურნ. ,,სამართალი“, 1993 წ., 3-4.
პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური (სახელმწიფო) სამართალი, ცნობარი, თბ., 1998 წ.
ლ. ჭანტურია, ადამიანის ძირითადი უფლებები და საქართველოს მომავალი კონსტიტუცია, ჟურნ. ,,სამართალი“, 1993 წ., 5-6.
გ. ხუბუა, სამართლის თეორია, გამომცემლობა ,,მერიდიანი“, თბილისი, 2004 წ.
ზ. ჯინჯოლავა, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია 1995 წლის კონსტიტუციით, პროფ. გ. ინწკირველის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1996 წ., გვ. 90-99.
3. ,,სისხლის სამართლის პროცესის“:
ა) თემა IV ამოღებულ იქნეს;
ბ) თემა VII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა VII. პროკურორი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე
პროკურატურის ფუნქციები და მათი შინაარსი სისხლის სამართლის პროცესში. პროკურორის, როგორც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები. პროკურორის უფლებამოსილებანი სასამართლოში.“;
გ) თემა VIII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა VIII. გამომძიებელი, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე
უწყებრივი, პერსონალური და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა. გამომძიებლის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში. გამომძიებლის უფლებამოსილებები. გამომძიებლის დავალება.“;
დ) თემა IX ამოღებულ იქნეს;
ე) თემა XV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XV. პროცესში მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები. აცილება და თვითაცილება სისხლის სამართლის პროცესში
გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობას. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობას. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობას. განცხადება აცილებისა და თვითაცილების შესახებ, მათი გადაწყვეტის წესი.“;
ვ) თემა XIX ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XIX. დაკავების, როგორც სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების, გამოყენება
დაკავება, როგორც საპროცესო იძულების ღონისძიება, მისი გამოყენების პირობები, საფუძველი და წესი. პირები, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისას. დაკავებისაგან გათავისუფლების საფუძველი და წესი.“;
ზ) თემა XX ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XX. აღკვეთის ღონისძიებები სისხლის სამართლის პროცესში
აღკვეთის ღონისძიებების სახეები, მათი გამოყენების საფუძველი და საერთო პირობები. პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საფუძველი და პირობები. პატიმრობის ვადა და პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი. პატიმრობიდან გათავისუფლება. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაპატიმრებასთან, მათი გამოყენების საფუძველი და წესი.“;
თ) თემა XXIV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XXIV. შუამდგომლობა და საჩივარი
შუამდგომლობის განცხადების უფლება და წესი. შუამდგომლობის გადაწყვეტა. გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში, წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი.“;
ი) თემა XXVI ამოღებულ იქნეს;
კ) თემა XXIX ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XXIX. საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის პროცესში
საგამოძიებო მოქმედებათა წარმოების ზოგადი საკითხები. დაკითხვა, როგორც საგამოძიებო მოქმედება, მისი ჩატარების პირობები და წესები. ეჭვმიტანილისა და ბრძალდებულის დაკითხვა. მტკიცებულებების შეგროვება და საბრალდებო დასკვნის შედგენა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე. მოწმის დაკითხვა.“;
ლ) თემა XXXIV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XXXIV. ექსპერტიზა სისხლის სამართლის პროცესში
ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი. ექსპერტიზის ობიექტები. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების საპროცესო წესები. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა. საკომისიო ექსპერტიზა. კომპლექსური ექსპერტიზა. ალტერნატიული ექსპერტიზა. ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარებისას. ექსპერტის დასკვნა, მისი ფორმები, ექსპერტის დასკვნის შეფასება. გვამის ექსჰუმაციის მიზანი, საფუძველი და წესი.“;
მ) თემა XXXV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XXXV. წინასწარი გამოძიების დამთავრება და შეწყვეტა,
სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება და შეწყვეტა.“;
ნ) თემა XXXVI და თემა XXXVII ამოღებულ იქნეს;
ო) თემა XXXIX ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XXXIX. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა
განცხადებული შუამდგომლობებისა და დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ნაწილზე. სასამართლო გამოძიების დაწყების ეტაპზე გასარკვევი და გადასაწყვეტი საკითხები. მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის წესები სასამართლო გამოძიებისას. განსასჯელისა და მოწმის დაკითხვის წესები სასამართლო გამოძიებისას. ექსპერტიზა სასამართლოში. სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა.“.
4. ,,სისხლის სამართლის პროცესს“ დაემატოს:
ა) შემდეგი შინაარსის ,,XV1 თემა”:
,,თემა XV1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებანი
დაცვის სპეციალური ღონისძიებანი. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა. შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. შეტყობინება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ. ინფორმაციის დაცვა.“;
ბ) შემდეგი შინაარსის ,,XVIII1 თემა“:
,,თემა XVIII1. პასუხისმგებლობა წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის.“.
5. ,,სამოქალაქო საპროცესო სამართლის“:
ა) თემა VIII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა VIII. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში
სასამართლო სხდომის წარმართვის წესი. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დაცვის ღონისძიებანი, მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა, საქმის განხილვის გადადება, საქმის განხილვის დაწყება, ახალ გარემოებებზე მითითება, მოსამართლეთა და მხარეთა შეკითხვები, მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა, მხარეთა პაექრობა. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა.“;
ბ) თემა XIII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XIII. უდავო (განსაკუთრებული) წარმოება
უდავო წარმოების ცნება, უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები. შვილად აყვანა, განსჯადობა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება; დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა.“;
გ) თემა XV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XV. კასაცია
საკასაციო საჩივრის საფუძვლები და დასაშვებობის პირობები, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა.“;
დ) თემა XIX ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XIX. წარმოება რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით
ტერმინთა განმარტება. სარჩელის აღძვრა რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე. ქონების ცნობა რეკეტულად ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა. ქონების რეკეტულად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.“.
6. ,,ადმინისტრაციული სამართლის და პროცესის“:
ა) თემა VII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა VII. მმართველობის ფორმები და მეთოდები
ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები: მიუკერძოებლობის პრინციპი, უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, პროპორციულობის პრინციპი, კანონიერი ნდობის პრინციპი. მმართველობის ფორმებისა და ფუნქციების ცნება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეები და ფორმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლა, გამოქვეყნება, საჯაროდ გამოცხადებისა და ოფიციალური გაცნობის წესი. შეცდომების გასწორება ადმინისტრაციულ აქტში. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძვლები და შედეგები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. ადმინისტრაციული ხელშეკრულება. სპეციალური მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას.
დარწმუნებისა და წახალისების ფორმები სახელმწიფო მმართველობაში. იძულების სახეები ადმინისტრაციულ სამართალში (ადმინისტრაციული გამაფრთხილებელი ღონისძიებები, ადმინისტრაციული აღმკვეთი ღონისძიებები, ადმინისტრაციული და დისციპლინური პასუხისმგებლობა).
ადმინისტრაციული ორგანოების მაკონტროლებელი ფუნქცია. სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები.“;
ბ) თემა IX ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა IX. ადმინისტრაციული წარმოება
ადმინისტრაციული წარმოების ცნება და სახეები. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული ქმედუნარიანობა. ადმინისტრაციული წარმოების მხარეები. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები და წესი. უფლებამონაცვლეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა. საქმის გარემოებათა გამოკვლევა. მტკიცებულებათა გამოკვლევა.
გადაწყვეტილების მიღება. განმცხადებლის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენა ადმინისტრაციული წარმოების დროს. გადაწყვეტილების მიღება კოლეგიალურ ადმინისტრაციულ ორგანოში. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი.
დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება.“;
გ) თემა X ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა X. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის.
ადმინისტრაციული საჩივრის ცნება და შინაარსი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო. საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის საფუძვლები. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში მონაწილეები. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.“;
დ) თემა XI ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა XI. ადმინისტრაციული პროცესი
ადმინისტრაციული პროცესის ცნება და პრინციპები. ადმინისტრაციული იუსტიციის ცნება. ადმინისტრაციული პროცესის მხარეები, მონაწილეები, მესამე პირები. ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა ადმინისტრაციულ პროცესში. სასამართლო მტკიცებულებები.
დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპები ადმინისტრაციულ პროცესში. მტკიცების ტვირთი პროცესში.
ადმინისტრაციული სარჩელის სახეები. სარჩელის აღძვრა და სარჩელის დასაშვებობა.
სასამართლო იურისდიქცია: სასამართლოს უწყებრივად ქვემდებარე ადმინისტრაციული დავები. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები.
საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვა და გადაწყვეტა. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში: სარჩელის წარდგენა უფლებამოსილ სასამართლოში. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება. სასამართლოს განჩინება.
გამარტივებული სამართალწარმოება. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
სასამართლო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე სასამართლოს უფლებამოსილება. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება.
აპელაცია და კასაცია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები, განხილვის წესი. სასამართლო აქტის ფორმები.
პროკურორი – ადმინისტრაციული პროცესის მხარე. ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები. მტკიცების ტვირთი.
დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების წესი ადმინისტრაციულ პროცესში.“;
ე) ლიტერატურა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“.
საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
საქართველოს კანონი ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“.
ზ. ადეიშვილი, გ. ვინტერი, დ. ქიტოშვილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარები, თბ., 2002 წ.
ი. ტაბუცაძე, ჯ. რუსიაშვილი, ადმინისტრაციული პროცესის კომენტარი თბ., 2000 წ.
ი. სურგულაძე, ადმინისტრაციული სამართალი, თბ., 2003 წ.
ა. აბესაძე, მოქალაქეთა უფლებების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაცვა, თბ., 1968 წ.
გ. ბრებანი, საფრანგეთის ადმინისტრაციული სამართალი (თარგმანი რუსულად) მოსკოვი, 1993 წ.
ვ. ლორია, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, სახელმძღვანელო, თბილისი, 1998 წ.
ვ. ლორია, მ. სალხინაშვილი, საქართველოს სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხები, თბილისი, 1999 წ.
7. თემის – ,,სასამართლო კონტროლი სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებებზე, საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე“:
ა) თემა II ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა II. დაკავების, როგორც სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების, გამოყენება
დაკავება, როგორც საპროცესო იძულების ღონისძიება, მისი გამოყენების პირობები, საფუძველი და წესი. პირები, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისას. დაკავებისაგან გათავისუფლების საფუძველი და წესი.“;
ბ) თემა III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემა III. აღკვეთის ღონისძიებები სისხლის სამართლის პროცესში
აღკვეთის ღონისძიებების სახეები, მათი გამოყენების საფუძველი და საერთო პირობები. პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საფუძველი და პირობები. პატიმრობის ვადა და პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი. პატიმრობიდან გათავისუფლება. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაპატიმრებასთან, მათი გამოყენების საფუძველი და წესი.“.
8. თემის – ,,სასამართლო კონტროლი სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებებზე, საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე“ შემდეგ დაემატოს თემა:
,,საქართველოს სამოსამართლო ეთიკა
თემა I. სამოსამართლო ეთიკის ზოგადი პრინციპები.
თემა II. მოსამართლის ქცევის წესები სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელებისას.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:
საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი – (მიღებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2001 წლის 23 ივნისის №6 დადგენილებით; ნორმატიული აქტების კრებული, თბილისი 2003 წ., გამომცემლობა ,,ჯისიაი“).“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები