დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 524 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 31/08/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 31/08/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.080.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №524
2006 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., №102, მუხ. 853) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა1) სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემები შეაქვს საქმის განხილვის ფორმულარში, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით და სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათზე დართვის მიზნით გადასცემს კანცელარიას;“.
2. 26-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) აკონტროლებს სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათებისა და საქმის განხილვის ფორმულარის წარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, აგრეთვე პროცესის მონაწილე პირთა საიდენტიფიკაციო ფორმულარის სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში წარმოდგენას, უზრუნველყოფს სტატისტიკური ანგარიშების სწორად და დროულად შედგენას;“.
3. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა1) სასამართლოში სარჩელის შეტანისას მოსარჩელეთა მიერ პროცესის მონაწილე პირთა საიდენტიფიკაციო ფორმულარის შევსებას. სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში ამ ფორმულარს შესავსებად უგზავნიან მოპასუხეს, ხოლო თუ სარჩელი ფოსტითაა გაგზავნილი, ასევე – მოსარჩელეს. მოსარჩელე და მოპასუხე, რომელთაც ფოსტით გაეგზავნათ ფორმულარი, ვალდებული არიან შევსებული ფორმულარი დაუბრუნონ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოსამართლის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის დანიშნულ ვადაში;“.
4. 164-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 164.
საქმისწარმოების, საერთო სასამართლოების მართვის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე საქმისწარმოების ფორმათა ნიმუშებსა და ნუმერაციას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები