დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 483 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 15/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/08/2006 - 16/08/2013)
2006 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდგომში – ჰოსპიტალი).
2. ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) ერთი თვეში უზრუნველყოს ჰოსპიტლის დებულების დამტკიცება და ჰოსპიტლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის სარგებლობაში არსებული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰოსპიტლისათვის გადაცემა.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები