დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 05/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.080.000.10.003.000.453 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №69
2006 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №233 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №149, მუხლი 1663) დაფუძნებული ქ. თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრებად.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები