დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 05/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.050.020.10.003.000.452 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №68
2006 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ხე-ტყის შესაბამისი მოცულობის ტყეკაფების გამოყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები