დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით პრივატიზებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 31/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №449
2006 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით პრივატიზებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით პრივატიზებას დაქვემდებარებულ (იჯარით გაცემულ, იჯარით გაუცემელ და ყოფილ საიჯარო) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული სახელმწიფო საკუთრების მრავალწლიანი ნარგავების (ვენახი, ჩაი, ხეხილი და სხვა კულტურული მცენარეები) ღირებულება განისაზღვრება ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით.
2. მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების განსაზღვრა ხორციელდება მათი საწყისი საბალანსო ღირებულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ არა უმეტეს მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფასის 10%-ით.
3. მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება, რომლებზეც საწყისი საბალანსო ღირებულება არ მოიპოვება, განისაზღვრება მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფასის 10%-ით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები