დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 25/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №448
2006 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში (სსმ III, №71, 29.05.06) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ბრძანებულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადასაცემად, მისაღებად და შესაბამისი ქმედებების განსახორციელებლად საქართველოს მხრიდან კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.
2. ბრძანებულების მე-3 პუნქტს დაემეტოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) შეატყობინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხრიდან კომპეტენტური ორგანოს განსაზღვრის შესახებ.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები