„უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 30/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
401
28/06/2006
სსმ, 88, 30/06/2006
010.120.000.08.002.004
„უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/06/2006 - 05/03/2014)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №401

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“.

მ. სააკაშვილი

უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში მყოფ უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, გაძევების ფორმებსა და პროცედურას, აგრეთვე გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებს.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

    მუხლი 2. უცხოელთა საქართველოდან გაძევების საფუძვლები

უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ:

ა) იგი უკანონდ შემოვიდა საქართველოში;

ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი;

გ) მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

დ) მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენით;

ზ) მას ერთი ან რამდენიმე განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა – სასჯელის მოხდის შემდეგ.

    მუხლი 3. უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხის განმხილველი ორგანო

1. გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე ამ დებულების მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი), ხოლო იმავე მუხლის ,,გ-ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად – სასამართლო. საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნა, რომელსაც საქართველოდან უცხოელის გაძევების გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოში წარადგენს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. სხვა სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება ჰქონდეს მონაცემები საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის შესახებ, ვალდებულია შესაბამისი მტკიცებულებები შემდგომი განხილვისა და რეაგირებისათვის წერილობით წარუდგინოს საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განმხილველ ორგანოს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარდგენილ დასკვნას უნდა ერთვოდეს საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის უცხოელის პასპორტი ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო აგრეთვე უფლებამოსილია საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვა დაიწყოს საკუთარი ინიციატივით, თუ ცნობილი გახდა საქართველოდან უცხოელის გაძევების ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა და აღნიშნულ კომპეტენტურ ორგანოს აქვს ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

    მუხლი 4. უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება

1. კომპეტენტური ორგანო მიღებიდან 7 დღის ვადაში განიხილავს დასკვნას უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ და უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ;

ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ 24 საათის განმავლობაში უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

    მუხლი 5. უცხოელთათვის გაძევების გადაწყვეტილების გაცნობის წესი

1. გადაწყვეტილების მიმღები ორგანო უცხოელს, რომელიც გაძევებული უნდა იქნეს საქართველოდან, განუმარტავს მის უფლებებსა და მოვალეობებს.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დეპარტამენტი უცხოელის პასპორტში ან სხვა სამგზავრო დოკუმენტში აკეთებს შტამპს ქართულ და ინგლისურ ენაზე აღნიშვნით – გაძევებულია“, სადაც მიეთითება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შტამპის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. პასპორტს ან სხვა სამგზავრო დოკუმენტს და საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას დეპარტამენტი უცხოელს გადასცემს უშუალოდ ან უცხოელის გაძევების ინიციატორი ორგანოს მეშვეობით. უცხოელი პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის და გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს ხელის მოწერაზე, შესაბამისი თანამდებობის პირი აკეთებს აღნიშვნას ამის თაობაზე.

    მუხლი 6. უცხოელთა საქართველოდან გაძევების აღსრულება

1. უცხოელს, რომლის მიმართაც იუსტიციის სამინისტრომ მიიღო საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვებისათვის ეძლევა სამდღიანი ვადა, ხოლო უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი.

3 თუ უცხოელი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, მისი გაძევება უნდა აღსრულდეს იძულებით. ამ დებულების მე-2 მუხლის ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ადმინისტრაციულ აქტს დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დეპარტამენტი აღნიშნულ დასკვნას იუსტიციის მინისტრს წარუდგენს უცხოელის იძულებითი გაძევების მიზეზის გამოვლენიდან არა უგვიანეს მესამე დღისა.

4. ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

    მუხლი 7. უცხოელთა საქართველოდან გაძევების აღსრულების კონტროლი

1. დეპარტამენტს უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი, ხოლო უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების თაობაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულებიდან ან უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებიდან სამი დღის ვადაში.

2. უცხოელთა საქართველოდან გაძევების აღრიცხვას ახორციელებს დეპარტამენტი.