,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word
,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 21/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.448
  • Word
65
22/03/2006
სსმ, 37, 21/03/2006
040.030.000.10.003.000.448
,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2006 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერთების გზით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის გადაცემის მიზნით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება.

5. დადგენილება ამოქმედდეს ,,სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი