დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 30/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.010.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №393
2006 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101
1. სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს სასამართლოს შენობის, აგრეთვე სასამართლო შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
ბ) პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა, განსასჯელთა (მსჯავრდებულთა) სასამართლოში წარმოდგენისას უზრუნველყოფს მათ დაცვასა და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო სხდომის დარბაზში აყვანას, ხოლო სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მათ გადაცემას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დაცვის სამსახურისათვის (ბადრაგირების დანაყოფისათვის);
გ) სასამართლო სხდომის დარბაზში პირის დაპატიმრების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის დაკავებას და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანოსათვის გადაცემას, რის შესახებაც ადგენს ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
დ) აკონტროლებს საერთო სასამართლოს შენობაში, აგრეთვე სასამართლო სხდომის დარბაზში შეიარაღებული პირის შესვლას (დაშვებას) და უზრუნველყოფს დროებით ჩამორთმეული იარაღის შენახვასა და დაცვას;
ე) განახორციელებს საკურიერო მომსახურებას;
ვ) ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. სასამართლოთა ჩამონათვალს, სადაც სასამართლოს მანდატურმა შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები