დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 20/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.080.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №369
2006 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ.330) დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-5 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების ღონისძიებათა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.“.
2. დებულების მე-5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები