დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 17/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.060.000.10.003.000.446 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №63
2006 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ “ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1070) დამტკიცებულ „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნადირობის ნებართვისა (შემდგომში – ნებართვა) და თევზჭერის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).“;
ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ნებართვის მოქმედების ვადა
ადმინისტრაციული ორგანო ნებართვას გასცემს ერთი წლის ვადით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები