დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 20/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №363
2006 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ ნუსხაში, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციის დაცვის სამმართველოს უფროსი.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბაჟო დეპარტამენტის:
ა) თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) სამმართველოს უფროსები და მათი მოადგილეები;
გ) თავმჯდომარის აპარატის:
გ.ა) უფროსი;
გ.ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების შეიარაღებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი;
დ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს გაცილების განყოფილების უფროსი;
ე) რეგიონალური საბაჟოების უფროსები და მათი მოადგილეები;
ვ) რეგიონალური საბაჟოების საბაჟო გაფორმების განყოფილებების უფროსები;
ზ) საბაჟო საგუშაგოების უფროსები და მათი მოადგილეები;
თ) საბაჟო გამშვები პუნქტების უფროსები და მათი მოადგილეები.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები