დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის №547 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 20/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №357
2006 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის №547 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის №547 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №3, მუხ. 27) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრს მართავს დირექტორი. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ცენტრის დირექტორისა და სხვა თანამშრომელთა დანიშვნა (დაქირავება) უნდა მოხდეს ასოციაციის პროცედურების შესაბამისად და ასოციაციისათვის მისაღები პირობების საფუძველზე (საკვალიფიკაციო მოთხოვნები, საქმიანობათა აღწერილობა, კონტრაქტის ხანგრძლივობა, შრომის ანაზღაურება და სხვა). მათი დანიშვნის (დაქირავების) ან/და გათავისუფლების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ასოციაციას. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ასოციაციის პროცედურების შესაბამისად ახალი დირექტორის დანიშვნამდე განსაზღვრული ვადით ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები