,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.427
  • Word
44
23/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
010.240.030.10.003.000.427
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2006 წლის 23 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტურუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის, „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის, „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ, №54, მუხლი 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა; მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასებისა (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნის, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ორგანიზება; საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; სანაშენე მეცხოველეობის განვითარების ორგანიზაცია; მემცენარეობისა და მეთესლეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

ე) სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა აგროსასურსათო სექტორსა და აგრარულ ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება; სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი; სურსათის უვნებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ორგანიზება და კოორდინაცია; სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით რისკის ანალიზისა და კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზება.“.

2. დებულების მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სამინისტროს გამგებლობაში არიან შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები:

ა) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური;

ბ) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.“.

3. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი