დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 333 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 01/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №333
2006 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №6, გვ. 13) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. შს ორგანოებში სამსახურში მიღების წესი
შს ორგანოებში სამუშაოდ მიიღებიან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, ფლობენ სახელმწიფო ენას. სამინისტროს სისტემაში 35 წელს გადაცილებული პირი შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით. იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილი იყვნენ შს ორგანოებიდან და ახლად იწყებენ სამსახურს, ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ დებულების 61-ე მუხლის მოთხოვნებით.
შს ორგანოების რიგით, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან საშუალო ან/და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
შს ორგანოების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე ინიშნებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
შს ორგანოების თანამშრომელთა სამუშაოზე მიღება ფორმდება შსს ნომენკლატურული ბრძანების შესაბამისად.“;
ბ) დებულების 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი
წახალისება და დისციპლინური სასჯელი გამოიყენება უშუალო უფროსის მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში. უშუალო უფროსად ითვლება ის უფროსი, რომელსაც სამსახურებრივად ემორჩილებიან შს ორგანოს თანამშრომლები.
დასჯა და წახალისება ცხადდება ბრძანებით, შს ორგანოს თანამშრომელს სასჯელის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
დისციპლინური სასჯელი პირს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, დისციპლინური გადაცდომა ექვემდებარება აღრიცხვას. დისციპლინური სასჯელი ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელის გამოყენება.
ბრძანება დისციპლინური სასჯელის შეფარდების შესახებ, მოტივების აღნიშვნით, თანამშრომელს გამოეცხადება ხელის მოწერით.
დისციპლინური სასჯელი შს ორგანოს თანამშრომლის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდა ახალი სასჯელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მისი უშუალო უფროსის ან ზემდგომი უფროსის მიერ.
შს ორგანოს თანამშრომლის გადაადგილება დაბალ თანამდებობაზე ხდება ამ დებულების მე-12 და 44-ე მუხლების საფუძველზე.
დისციპლინური სასჯელის წესით წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებული სპეციალური წოდების აღდგენა შეიძლება ამ დებულების 42-ე მუხლის საფუძველზე. დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანამშრომლის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო-სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები