დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 01/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №332
2006 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. ამ მუხლით განსაზღვრული პირების მიერ იარაღის გამოყენების წესი განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
ბ) ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები